19:57 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-21 18:10:42, 802 ნახვა

საზოგადოება
თბილისის არქიტექტურის სამსახური: ელისაშვილი ცილისმწამებლურ კამპანიას კვლავ აგრძელებს

თბილისის არქიტექტურის სამსახური განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი კვლავ აგრძელებს ცილისმწამებლურ და შეურაცხმყოფელ კამპანიას თბილისის არქიტექტურის სამსახურის და უფროსის მიმართ. 

"ექსპრესნიუსი"  არქიტექტურის სამსახურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი კვლავ განაგრძობს ცილისმწამებლურ და შეურაცხმყოფელ კამპანიას თბილისის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებისა და სამსახურის უფროსის მიმართ. ამჯერად მისი უსაფუძვლო ბრალდებები უკავშირდება საბურთალოს ქ. N63-ისა და ს. ცინცაძის ქ. N63-ის მიმდებარედ გაცემულ მშენებლობის ნებართვას.
როგორც ჩანს, ბატონ ელისაშვილს, მისთვის ჩვეულ სტილში, უაპელაციო განცხადებებით სურს შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება და თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა, რომელიც არქიტექტურის სამსახურის თანამშრომელთა შეურაცხყოფისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო შესაძლოა დაეკისროს. როგორც მოგეხსენებათ, მისი ცილისმწამებლური განცხადების საპასუხოდ მზადდება სარჩელი, რომელიც სასამართლოს უახლოეს ხანში წარედგინება.
აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე ელისაშვილმა ხსენებული მშენებლობის ნებართვის კანონიერების დასადგენად განცხადება შეიტანა თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურში. ამჯერად უკვე ეს ორგანო დაადგენს აღნიშნული ნებართვის გაცემის კანონიერებას და ბატონი ელისაშვილის განცხადებების სიყალბეს.
თბილისის არქიტექტურის სამსახური, საბურთალოს ქუჩა 63-ის მიმდებარედ გაცემულ მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას უახლოეს ხანში მიაწვდის",-ნათქვამია განცხადებაში. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics