|
2016-06-18 10:43:23, 1122 ნახვა
ეკონომიკა
მთის განვითარებისთვის მიკრო გრანტების პროგრამა ამოქმედდება
მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობას ბიზნესის წამოწყებისა და განვითარების უნიკალური შესაძლებლობა ეძლევა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 27 ივნისიდან 29 ივლისის ჩათვლით სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მთის მაცხოვრებლებს შეუძლიათ წარადგინონ საკუთარი ბიზნეს იდეები ვებგვერდზე - www.qartuli.ge და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დახმარებით წამოიწყონ საკუთარი საქმე მთაში. აღნიშნული სიახლის შესახებ საქართველოს მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების გამგებლებს ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ერეკლე ტრიპოლსკიმ და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანმა მიაწოდეს. ქეთევან ბოჭორიშვილის განცხადებით, აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს მაღალმთიანი მუნიციპალიტეტებში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას. იგი შედგება ორი კომპონენტისაგან - პირველია გრანტები 5,000 ლარიდან 15,000 ლარამდე, ხოლო მეორეა წვდომა განათლებისა და უნარების განვითარებაზე. ბოჭორიშვილის თქმით, მსგავსი პროექტი „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში წარმატებით ხორციელდება. პროგრამის მთავარი მიზანია შეიქმნას უფრო მეტი ახალ სამუშაო მთიან ზონაში და გაიზარდოს სამეწარმეო უნარ-ჩვევები მაღალმთიან რეგიონებში. „პროგრამა „მიკრო გარანტები მთის განვითარებისათვის“ მთის განვითარების ეროვნულ საბჭოსთან თანამშრომლობით შემუშავდა. პროექტი საშუალებას აძლევს მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობას პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სახელმწიფოს მხრიდან მიიღოს 5 000-დან 15 000 ლარამდე თანადაფინანსება და საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე წამოიწყოს ბიზნესი, რაც ზოგადად მთის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს. ამ კომპონენტრის შემუშავება პასუხობს მოსახლეობის მხრიდან დიდ მოთხოვნას, რაც მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში დაფიქსირდა. სწორედ ამ პროგრამის შედეგების, ეფექტურობისა და მოსახლეობის მხრიდან მაღალი დაინტერესების გათვალისწინებით, პროგრამის განმახორციელებელი უწყება, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტო, მთის განვითარების ეროვნულ საბჭოსთან ერთად მაღალმთიან რეგიონში დაიწყებს მიკრო გრანტების გაცემას, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს მთიდან მიგრაციას და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)