18:37 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-17 16:48:55, 598 ნახვა

საზოგადოება
გამწვანების სამსახურის უფროსი ვერეს ხეობაში დარგული მარადმწვანე ხეების მდგომარეობას გაეცნო

თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის გამწვანებისა და ეკოლოგიის სამსახურის წარმომადგენლებმა ვერეს ხეობაში დარგული მარადმწვანე ხეების მდგომარეობა შეისწავლეს. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, ადგილზე მერიის წარმომადგენლებთან ერთად კონტრაქტორი კომპანიის შპს „გრინსერვის+“ ხელმძღვანელებიც იმყოფებოდნენ.

სპეციალისტების შეფასებით,  ხეობაში დარგული მცენარეების მინიმუმ 80%-ი გაიხარებს. რაც შეეხება დანარჩენს, კონტრაქტორი კომპანიის შპს „გრინსერვის+“-ის მიერ ნერგების  მოვლა- პატრონობაზე აღებული ვალდებულების ფარგლებში, იგივე სახეობისა და ზომის ხე მცენარეებით სრულად ჩანაცვლდება.

 ეს ჩანაცვლება კი  არსებული საკონტრაქტო ღირებულების ფარგლებში მოხდება.

ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის ნინო სულხანიშვილის განცხადებით, დარგული მცენარეების მუდმივი მონიტორინგი მიმდინარეობს.

„მსგავსი მასშტაბის გამწვანების პროექტი ქალაქში არ განხორციელებულა, ამიტომ ბუნებრივია, რომ ინტერესი საზოგადოების მხრიდან არის ძალიან მაღალი. ჩვენ გვაქვს მუდმივი მონიტორინგი დარგული მცენარეების, ასევე თითქმის ყოველდღიურად მიმდინარეობს კონსულტაცია, როგორც დამოუკიდებელ ექსპერტებთან, ასევე ბოტანიკური ბაღისა და  კონტრაქტორი კომპანიის სპეციალისტებთან“,- განაცხადა ნინო სულხანიშვილმა.

კონტრაქტორი კომპანია  შპს „გრინსერვის+“-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ყველაფერი კეთდება მწვანე ნარგავების შესანარჩუნებლად. უკვე შეტანილია სასუქი, მიყვანილია წვეთოვანი სარწყავი სისტემა და დაყენებულია ჭიგოები.

პროექტის ფარგლებში, ვერეს ხეობაში სულ 5 000 ნერგი დაირგო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics