19:56 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-17 15:22:56, 752 ნახვა

საზოგადოება
არქიტექტურის სამსახური დაინტერესებული მოქალაქეებისთვის ტრენინგ-სემინარებს აწყობს

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების განახლებული წესების შესახებ დაინტერესებული საზოგადოების  ინფორმირების მიზნით, ტრენინგ-სემინარების ციკლი წამოიწყო.

როგორც ღონისძიების გახსნაზე თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა დიმიტრი მოსულიშვილმა აღნიშნა, მსგავსი ფორმატის შეხვედრები ქალაქის განვითარებისთვის საჭირბოროტო საკითხებზე საინტერესო დისკუსიის საშუალებას იძლევა. 

მან ტრენინგ-სემინარში მონაწილე არქიტექტორებს, ურბანისტებს, დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებს შესთავაზა აქტიურად დააფიქსირონ საკუთარი პროფესიული მოსაზრებები, როგორც ცალკეულ საკანონმდებლო ნორმებზე, ასევე მათი აღსრულების პრაქტიკულ ასპექტებზე. 

განახლებული დადგენილების საკითხებზე ტრენინგების მსურველთა რეგისტრაცია არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე (www.tas.ge) 3 ივნისს დაიწყო და მას საზოგადოების მხრიდან აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილი 600-ზე მეტმა პირმა დააფიქსირა. საკანონმდებლო ცვლილებებს, წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით, ჯგუფებად დაკომპლექტებულ მონაწილეებს არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლები აცნობენ.

თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების ახალი რედაქცია, რომელიც ქალაქის ქაოტური განაშენიანების პრევენციისთვის მნიშვნელოვან რეგულაციებს აწესებს,  თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  2016 წლის 24 მაისს დაამტკიცა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics