|
2016-06-14 13:34:47, 1114 ნახვა
სამართალი
სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა
სტრასბურგში ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილთან მიმართებაში ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მუხლები დაირღვა, - ამის შესახებ ინფორმაცია სტრასბურგის სასამართლომ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა. სასამართლოს განჩინებით, ვანო მერაბიშვილთან მიმართებაში ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლების დარღვევას ჰქონდა ადგილი: მეხუთე მუხლის მესამე პუნქტი სასამართლოს 2013 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებასთან მიმართებაში. მეხუთე მუხლი ეხება თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლებას, ხოლო მესამე პუნქტში წერია: ამ მუხლის 1-ლი პუნქტის ქვე-პუნქტის დებულებების თანახმად, დაკავებული ან დაპატიმრებული ყველა პირი დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს მოსამართლეს ან სასამართლო ხელისუფლების განხორციელებისათვის კანონით უფლებამოსილ სხვა მოხელეს და მას უფლება უნდა ჰქონდეს, მისი საქმე სასამართლომ გონივრულ ვადაში განიხილოს, ან საქმის განხილვის განმავლობაში გათავისუფლდეს. გათავისუფლება შეიძლება სასამართლო პროცესზე გამოცხადების გარანტიებით იყოს უზრუნველყოფილი. პირველი მუხლის ქვეპუნქტი გულისხმობს: ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავის შეიძლება თავისუფლება აღეკვეთოს, გარდა შემდეგი შემთხვევებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად, ესენია: პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება უფლებამოსილი სასამართლო ორგანოს წინაშე მის წარსადგენად, როდესაც არსებობს სამართალდარღვევის ჩადენის საფუძვლიანი ეჭვი, ან საფუძვლიანად არის მიჩნეული პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის თუ მისი ჩადენის შემდეგ მიმალვის აღკვეთის აუცილებლობა; სასამართლოს გადაწყვეტილებით, მე-18 მუხლი დაირღვა, რომელიც უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლებს ეხება: “ხსენებულ უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციით დაშვებული შეზღუდვები გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ მათთვის გათვალისწინებული მიზნებისათვის”. ამასთან: სასამართლოს განჩინებით, მთავრობამ მოსარჩელე ვანო მერაბიშვილს შემდეგი ოდენობის თანხა უნდა გადაუხადოს: მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 4 ათასი ევრო, რასაც ყველა შესაბამისი გადასახადი ემატება; 8 ათასი ევრო ყველა ხარჯის დასაფარად. სასამართლომ არ დააკმაყოფილა შემდეგი მუხლები: მეხუთე მუხლის პირველი პუნქტი, ამავე მუხლის მესამე პუნქტი სასამართლოს 2013 წლის 22 და 25 მაისის გადაწყვეტილებებთან მიმართებში. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ იყო მეხუთე მუხლის მეოთხე პუნქტის განხილვის აუცილებლობა (მეოთხე პუნქტში წერია: ყველას, ვისაც დაკავებით ან დაპატიმრებით აღეკვეთა თავისუფლება, უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს, რომელიც სწრაფად განიხილავს მისი დაპატიმრების მართლზომიერების საკითხს და გამოსცემს ბრძანებას მისი გათავისუფლების შესახებ, თუ დაპატიმრება არ არის კანონიერი). სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)