|
2016-06-10 16:56:47, 783 ნახვა
სამხედრო
ორფოლოს პოლიგონზე საარტილერიო სწავლება გაიმართა
ორფოლოს პოლიგონზე საარტილერიო სწავლება გაიმართა. საველე სროლებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის სარდალი, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე დაესწრნენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გეგმურ საარტილერიო სწავლებაში დასავლეთ სარდლობის II საარტილერიო ბრიგადის 122 მმ-იანი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა RM-70 ტიპის საარტილერიო დანადგარები მონაწილეობდნენ. „იმ საერთაშორისო სწავლებების გარდა, სადაც ძალიან აქტიურად ვმონაწილეობთ, ყველა ჩვენს სარდლობას და დანაყოფს აქვს თავისი გეგმური წვრთნები და სწავლებები. დღეს ვიმყოფებით რეაქტიული არტილერიის დანაყოფის სწავლებაზე. როგორც წესი, ხელმძღვანელი არ უნდა იყოს ყოველთვის ბოლომდე კმაყოფილი სროლებით, თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ნამდვილად კმაყოფილი ვარ და ნამდვილად ძალიან კარგად ისროლეს - არც კი ველოდი, ისე წარმატებულად განხორციელდა აღნიშნული კურსი... მინდა, მადლობა გადავუხადო პირად შემადგენლობას, სარდლობას და თითოეულ მეთაურს, რომლებმაც საკმაოდ კარგად გაართვეს თავი დასმულ ამოცანას. შემიძლია ვთქვა, რომ ამოცანა 100%-ით შესრულებულია“, - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ. ბატარეის და ბატალიონის შემადგენლობაში ტაქტიკური სწავლება საბრძოლო სროლებით ორფოლოს პოლიგონზე ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. გეგმურ წვრთნებში 18 ერთეული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის დანადგარი იყო ჩართული.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)