10:57 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-02 16:59:10, 1025 ნახვა

ეკონომიკა
სოფელ ბაზალეთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო კომპლექსი მოეწყობა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „ბესტ გრუპს“ საინვესტიციო ვალდებულებით 113 000 ლარად დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაზალეთში მდებარე 1249.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები  საკუთრებაში გადასცა. 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, უძრავ ქონებაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო კომპლექსი მოეწყობა.

საინვესტიციო პირობების მიხედვით აღნიშნულ ტერიტორიაზე ინვესტორი 10 ნომრიან  სასტუმროს განათავსებს, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება ადმინისტრაციული შენობით, საკონფერენციო და ფიტნეს დარბაზებით. ამასთან, შპს „ბესტ გრუპი“ მის საკუთრებაში, ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, არსებულ უძრავ ქონებაზე 14 ნომრიანი სასტუმროს ფუნქციონირების დაწყების ვალდებულებასაც იღებს.

კომპანია ჯამში არანაკლებ 170 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. პროექტი  ხელს შეუწყობს ბაზალეთის ტბის მიმდებარედ  ტურიზმის განვითარებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ცაჰალის ცნობით, მოკლეს ჰამასის მეთაური აბუ მუსტაფა, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმასთან იყო დაკავშირებული
ვაშინგტონმა და თეირანმა გადაწყვიტეს ჰორმუზის სრუტის გავლით უსაფრთხო გადაადგილების მექანიზმის შემუშავება
ყატარში, მსოფლიოში უდიდეს თხევადი ბუნებრივი აირის წარმოების ცენტრში აფეთქება მოხდა, 54 ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics