14:33 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-01 14:11:29, 3987 ნახვა

კულტურა
საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის II ტური დასრულდა

საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი II ტური დასასრულდა. ბოლო კონცერტს   ამჯერად,  ფოთმა მუასპინძლა, რომელიც 30-31 მაისს, ვ. გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სცენაზე გაიმართა.

მაყურებლის წინაშე წარდგნენ  სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, აჭარის - ხულოს, შუახევის, ქედის ფოლკლორული ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები, ქორეოგრაფიული ანსამბლები, მგალობელთა გუნდები, სახალხო მთქმელები.

„ფესტივალს დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული ფოლკლორის განვითარებისთვის. დასრულდა ფესტივალის მეორე ტური. მართლაც, არაჩვეულებრივი კონცერტების მომსწრენი გავხდით. დიდი იმედი მაქვს,  ფინალი კიდევ უფრო საინტერესო იქნება, რომელიც გაიმართება 27-28 ივნისს. ფესტივალის ლაურეატებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური. გამარჯვებულებს გადაეცემათ დიპლომები, პრიზები და ფულადი პრემია,” - განაცხადა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი დონაძემ.

შეგახსენებთ, რომ  "საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და  საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო  ცენტრის ორგანიზებით ტარდება.

როგორც საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში აღნიშნავენ, ფესტივალი წარმოაჩენს საქართველოს ფოლკლორში არსებულ  მდგომარეობას. იგი ხელს შეუწყობს ფოლკლორული ანსამბლების, საეკლესიო გუნდების, ქორეოგრაფიული ანსამბლების, ზეპირსიტყვიერების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა წახალისებას, მათი შემოქმედების პოპულარიზაციას. ასევე,  გამოიცემა DVD ალბომი - "საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016” და ლაურეატთა ბუკლეტები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics