|
2016-06-01 13:41:00, 914 ნახვა
სამართალი
საია ვეგანურ კაფე „კივიში’’ მომხდარ ძალადობაზე ძიების გადაკვალიფიცირებას ითხოვს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ვეგანურ კაფე „კივიში’’ მომხდარ ძალადობას ეხმაურება. საია დაზარალებული 2 პირის ინტერესებს იცავს. ორგანიზაციაშო მიიჩნევენ, რომ მზარდი ექსტრემიზმისა და დისკრიმინაციის ფაქტების ფონზე, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე სახელმწიფოს მხრიდან ეფექტური რეაგირება და სისხლისსამართლებრივი სანქციების გამოყენება ფუნდამენტური მნიშვნელობისაა. "ვეგანური კაფე „კივის’’ მიზანია ცხოველებისა და გარემოს დაცვა, სოციალურ საკითხებზე დისკუსია და ინფორმაციის გაზიარება. კაფეში აკრძალულია ყოველგვარი ცხოველური პროდუქტის შეტანა და მოხმარება და იქ ხშირად თავს იყრიან განსხვავებული მოსაზრებების, პოლიტიკური და ფილოსოფიური შეხედულებების, გარეგნობისა თუ ორიენტაციის ადამიანები. კაფის ზოგიერთი თანამშრომელი არანორმატიული გარეგნობით გამოირჩევა (მაგ. ატარებენ პირსინგს, დრედებს, აქვთ შეღებილი თმა და განსხვავებული ვარცხნილობა). დაზარალებულთა განმარტებით, 2016 წლის 29 მაისს კაფე „კივიში’’ შეიჭრა ექსტრემისტული იდეოლოგიის 15-20 პირი, რომელთაც ხელმძღვანელობდა გიორგი ბაქრაძე (მეტსახელად ბერგმანი). კაფის და მის თანამშრომელთა იდეოლოგიის შეურაცხყოფისა და დამცირების მიზნით მათ კაფეში შეიტანეს ხორცის პროდუქტები (კერძოდ, მწვადები და სოსისები) და, მიუხედავად კაფის თანამშრომელთა წინააღმდეგობისა, სტუმრებს ხორცი ჩაუყარეს საკვებში. კაფის თანამშრომელთა და სტუმართა მიმართ ისინი იყენებდნენ დამცინავ და შეურაცხმყოფელ ენას. დაზარალებულები განმარტავენ, რომ აღნიშნულმა არეულობა და ხმაური გამოიწვია, რის გამოც კაფეში მივიდნენ მეზობლები, რომელთაგან ერთი დანით იყო შეიარაღებული. კაფის თანამშრომელთა მოლოდინის საწინააღმდეგოდ, მეზობლებმა მხარი დაუჭირეს ექსტრემისტულ დაჯგუფებას და კაფის თანამშრომლებს და სტუმრებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მაგალითად, დაზარალებულები ყვებიან, რომ ერთ-ერთ თანამშრომელს მეზობელმა რამდენიმეჯერ დაარტყა ხელჯოხი და გაუტეხა წარბი. სხვა თანამშრომელი წააქციეს და ითრიეს თმებით. ასევე, განხორციელდა სხვა ძალადობრივი ქმედებები. ექსტრემისტული დაჯგუფებისა და მეზობლების ქმედებებმა დაზარალებულებში გამოიწვია შიში, ფსიქოლოგიური ტანჯვა და ერთ შემთხვევაში სხეულის დაზიანება. ადგილი ჰქონდა კაფეში მყოფი პირების მიმართ აშკარა უპატივცემულობას, შეფერხდა კაფის ფუნქციონირება, ჩაიშალა იმ დღეს მიმდინარე მულტიპლიკაციური ფილმის ჩვენება და საზოგადოებრივი წესრიგი უხეშად დაირღვა. ვეგანური კაფის თანამშრომლებმა გამოიძახეს პოლიცია, თუმცა, მათი თქმით, პოლიციამ არ მოახდინა ადეკვატური რეაგირება. დაზარალებულთა განმარტებით, ერთ-ერთმა პოლიციელმა, დაინახა რა კაფის თანამშრომელთა არაორდინალური გარეგნობა, მათ უთხრა, რომ ისინი იქნებოდნენ არეულობის ინიციატორები. აღსანიშნავია, რომ ექსტრემისტული დაჯგუფება „ბერგმანი’’ ადრეც არის შემჩნეული დისკრიმინაციული ხასიათის ძალადობაში. მიგვაჩნია, რომ მზარდი ექსტრემიზმისა და დისკრიმინაციის ფაქტების ფონზე, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე სახელმწიფოს მხრიდან ეფექტური რეაგირება და სისხლისსამართლებრივი სანქციების გამოყენება ფუნდამენტური მნიშვნელობისაა. პრობლემურია, რომ გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის (სსკ) 125-ე მუხლით (ცემა), რაც არ მოიცავს ყველა იმ გარემოების ადეკვატურ და სრულყოფილ შეფასებას, რაც 29 მაისს კაფე „კივიში’’ მოხდა. კერძოდ, შესაძლებელია ექსტრემისტული დაჯგუფების ქმედებები შეიცავდეს სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს (მაგ. სსკ 239 მუხლი - ხულიგნობა), ან წარმოადგენდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას (მაგ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი - წვრილმანი ხულიგნობა). წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს საფრთხე, რომ ექსტრემისტული დაჯგუფების წევრების ქმედებები კანონით გათვალისწინებული რეაგირების გარეშე დარჩეს. ამასთანავე, შემაშფოთებელია ერთ-ერთი პოლიციელის მხრიდან გამოხატული არაკვალიფიციური რეაგირება და, ფაქტების გამოკვლევის გარეშე, შემთხევისა და დაზარალებულ პირთა დამნაშავეობის სტერეოტიპული აღქმა. მიგვაჩნია, რომ ეს ყურადსაღები პრობლემაა და შესაძლოა მიანიშნებდეს ინსტიტუციურ დისკრიმინაციაზე, რის დადასტურების შემთხვევაშიც, უნდა დადგეს პოლიციელის პასუხისმგებლობის საკითხიც. ფუნდამენტურია, რომ გამოძიებისა და ბრალდების ორგანოებმა სათანადოდ გაითავისონ დისკრიმინაციის ფაქტების სიმწვავე და საფრთხე დემოკრატიულ საზოგადოებაში, სისხლის სამართლის გამოძიება წარმართონ დისკრიმინაციული მოტივის გამოკვეთის გადმოსახედიდან, გამოიყენონ სსკ-ის 53.3 პრიმა მუხლი, რომელიც ამძიმებს პასუხისმგებლობას დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულებისთვის, მოახდინონ ყველა პასუხისმგებელ პირთა (ექსტრემისტული დაჯგუფების წევრებისა და მეზობლების) გამოვლენა და ჩადენილი ქმედების შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება. დისკრიმინაციულ და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე არასათანადო რეაგირება და დაუსჯელობა სტიმულს აძლევს ექსტრემისტული ჯგუფების გაძლიერებას და ადამიანის, განსაკუთრებით უმცირესობათა ჯგუფების, ფუნდამენტური უფლებების შელახვას",-ნათქვამია საია-ს განცხადებაში.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)