14:31 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-28 11:20:01, 3990 ნახვა

კულტურა
აჭარის მთავრობის დელეგაცია კულტურული პროგრამით ყაზახეთში გაემგზავრა

ყაზახეთში საქართველოს საელჩოსა და აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, ასტანაში საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა ბათუმელი მხატვრების გამოფენა და ქართული ცეკვების შოუ, რომელშიც მონაწილეობას იღებდა „აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი".

ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში 28 მაისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ყაზახეთის რესპუბლიკის ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრს ასეტ ისეკეშევს შეხვდება. შეხვედრაზე მხარეები ასტანასა და ბათუმს შორის თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ. აღსანიშნავია, რომ აჭარის რეგიონში ტურისტული ნაკადი ყაზახეთიდან ყოველწლიურად მატულობს. ყაზახეთი აჭარის სამიზნე ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს და მის ქალაქებში აქტიური სარეკლამო-მარკეტინგული ღონისძიებები ხორციელდება. წლევანდელ ზაფხულის სეზონზე ყაზახეთის ორი დიდი ქალაქიდან - ასტანიდან და აქტაუდან დანიშნულია რეგულარული პირდაპირი ფრენები ბათუმის მიმართულებით.

დღის ბოლოს, 19 საათზე, ასტანის ცენტრალურ საკონცერტო დარბაზში „აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი" საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ კონცერტს ჩაატარებს. კონცერტს ყაზახეთის მთავრობის და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრებიან.

29 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ალმაატაშიც ჩატარდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics