|
2016-05-27 14:54:17, 626 ნახვა
საზოგადოება
26 მაისის აღსანიშნავად სტამბოლში ბოსფორის ხიდი საქართველოს დროშის ფერებში განათდა
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით, 26 მაისს ქალაქ სტამბოლში საქართველოს დროშის ფერებში გაანათეს ბოსფორის ხიდი, რომელიც 40 წუთის განმავლობაში წითელ და თეთრ ფერებში 7 სხვადასხვა ვარიაციაში ანათებდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხიდის განათება ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინიციატივით განხორციელდა. აღნიშნულ ცერემონიას ასევე ესწრებოდა თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ირაკლი კოპლატაძე. დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო 30 მაისს საზეიმო მიღებას გამართავს. რომელსაც დაესწრებიან თურქეთის მთავრობის წარმომადგენლები, ქართული დიასპორა და დიპლომატიური კორპუსი. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ქართველი მხატვრის, გოგი ცაგერიშვილის ნახატების გამოფენა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)