|
2016-05-26 16:36:49, 547 ნახვა
საზოგადოება
ნოდარ ხადური დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. ფინანსთა მინისტრი რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოსახლეობას შეხვდა და სხვადასხვა უწყების მიერ ორგანიზებული საგამოფენო სტენდები დაათვალიერა. მინისტრი თავისუფლების მოედანზე წვევამდელების სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალს დაესწრო. „მინდა, სრულიად საქართველოს, ჩვენი სამშობლოს ყველა პატრიოტს, ყველა ადამიანს, რომელსაც გული შესტკივა საქართველოზე, მივულოცო დღევანდელი დღე. დღეს, მართლაც, მნიშვნელოვანი დღეა - 98 წლის წინ, ამ დღეს, საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და 25 წლის წინ ჩვენ აღვიდგინეთ სახელმწიფოებრიობა. ბოლო პერიოდის განმავლობაში, ჩვენ ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ, ბევრი პრობლემა გადავლახეთ იმისათვის, რომ საქართველო რეალურად დამოუკიდებელ და თავისუფალ ქვეყნად ჩამოყალიბდეს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა. დღესვე, ფინანსთა მინისტრი პირველი რესპუბლიკის" სახელობის ბაღში, „დროის კაფსულის" ჩადების ცერემონიალს დაესწრო. პროექტის „დროის ამბავი" ფარგლებში, მონაწილე ახალგაზრდების სურვილები, ჩანახატები და ოცნებები, თუ როგორი წარმოუდგენიათ მათ საქართველო 25 წლის შემდეგ, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 50 წლის თავზე, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა „დროის კაფსულაში" მოათავსა, რომელიც 2041 წლის 26 მაისს - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 50 წლისთავზე გაიხსნება. „ჩვენმა მეგობრებმა, თანამემამულეებმა, მოსწავლეებმა, ბავშვებმა, დაწერეს საკუთარი სურვილები, რომლებიც პრემიერ-მინისტრმა საგანგებო კაფსულაში შეინახა. დარწმუნებული ვარ, რომ მათი სურვილები ძალიან კეთილშობილურია და ეს ოცნებები აუცილებლად ახდება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა საზეიმო ღონისძიება მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)