2016-05-25 09:39:36, 1146 ნახვა
სამართალი
შსს-მ სენაკში უკანონო იარაღი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სენაკში უკანონო იარაღი ამოიღო.
უწყების ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1943 წელს დაბადებული გივი ე. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით სენაკში დააკავეს.
"სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის და ეზოში მდებარე დამხმარე ნაგებობის ჩხრეკისას, „ა-კა 74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისგან კუსტარულად დამზადებული იარაღი, 545 საბრძოლო ვაზნა, 5 მჭიდი, 11 ელექტროკაფსულ-დეტონატორი, 4 ჭურვი და 1 ხელყუმბარა ამოიღეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან