23:56 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-20 10:21:27, 586 ნახვა

საზოგადოება
ხაშურში დევნილი ოჯახებისთვის ბინების განაწილების კენჭისყრა გაიმართა

ხაშურში, სააკაძის ქუჩა N2-ში არსებულ შენობას სამინისტროს დაფინანსებით რეაბილიტაცია ჩაუტარდა.  შენობაში სულ 85 ბინაა, აქედან 36-ერთოთახიანია, 44-ოროთახიანი და 5-სამოთახიანი.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიულ ორგანში, სააკაძის ქუჩაზე არსებული  ბინები, ფარული კენჭისყრის პრინციპით,  დევნილ ოჯახებზე განაწილდა.

მათივე ცნობით, ბინების განაწილების დროს გათვალისწინებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები და მათ ბინები პირველ სართულზე გადაეცათ.ამ ეტაპზე, ხაშურში, სააკაძის ქუჩაზე საცხოვრებელი ფართი 63 დევნილ ოჯახს გადაეცემა.

რაც შეეხება დარჩენილ 22 ბინას, მიმდინარეობს დევნილი ოჯახების დამატებითი მოკვლევა, რომლის შედეგებიც სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics