2016-05-19 17:56:39, 899 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ლარის გამყარება მთლიანად ემთხვევა ჩვენს მოლოდინებს, რომელიც 2015 წლის ბოლოს გვქონდა
„ლარის კურსის გამყარება მთლიანად ემთხვევა ჩვენს მოლოდინებს, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ 2015 წლის ბოლოს გვქონდა“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, ბოლო პერიოდში ლარის გამყარებასთან დაკავშირებით განაცხადა.
დიმიტრი ქუმსიშვილმა ყურადღება გაამახვილა რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე, რომელიც ამ დროისთვის ლარის კურსის გამყარებაზე მოქმედებს.
ერთ-ერთ ასეთ ფაქტორად ვიცე-პრემიერმა დაასახელა ტურიზმი, რომელიც ზრდადი მაჩვენებლებით გამოირჩევა, შესაბამისად, ტურიზმიდან შემოსული სავალუტო ნაკადები პირდაპირ აისახება ლარის კურსზე.
გარდა ამისა, ვიცე-პრემიერმა ასევე დაასახელა ნავთობის ფასის სტაბილურობა და საერთაშორისო სავაჭრო ბრუნვის ზრდა, რომელიც, მისი შეფასებით, ლარის კურსზე დადებითად აისახება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან