10:36 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-12 13:27:27, 562 ნახვა

პოლიტიკა
ლევან ბერძენიშვილს სუს-ის ხელმძღვანელთან კითხვები აქვს

ფრაქცია "რესპუბლიკელების" წევრის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, მას სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან ვახტანგ გომელაურთან შეკითხვები აქვს.

ბერძენიშვილის თქმით, კითხვები ძირითადად    ქვეყანაში რუსული პროპაგანდის გაძლიერებასა და ე.წ. რბილი ძალების მოქმედებასთან დაკავშირებით უჩნდება.

”გომელაურთან დაკავშირებით არის კითხვები, მათ შორის,  რუსულ ე.წ. მსუბუქ, ნაზ, ღია, თუ უხილავ ძალაზე, ხელზე, რომლითაც რუსეთი გვმართავს. კითხვები მაქვს, ესა თუ ის პოლიტიკური პარტია დაფინანსებას საიდან იღებს. მაინტერესებს, მას ეს ინფორმაცია ხომ არ აქვს და ვინ დგას ერთ-ერთი ტელევიზიის უკან? რბილი ძალები მხარდაჭერას სად პოულობენ? რაიმე ტიპის აგენტურ სამუშაოებს ხომ არ აწარმოებს რუსეთი საქართველოში იმ ფონზე, როდესაც ლავროვის ნათქვამიდან მეორე დღეს საქართველოში განცხადებები კეთდება,"- განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს პარლამენტში დღეს 16:00 საათზე ელოდებიან.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics