09:09 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-11 14:16:33, 661 ნახვა

პოლიტიკა
ქართულ-ამერიკული სწავლება - „ღირსეული პარტნიორი 2016“ პრეზიდენტმა გახსნა

ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე ქართულ-ამერიკული სწავლების - „ღირსეული პარტნიორის 2016“-ის გახსნის ოფიციალური ცერმონიალი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გახსნა.

ქვეყნის მთავარსარდალმა ქართველ საზოგადოებას, ასევე ქართველ, ამერიკელ და ბრიტანელ ჯარისკაცებს სიტყვით მიმართა და თავდადებისთვის და ქვეყნის დაცვისთვის მადლობა გადაუხადა.

„პატივცემულო საზოგადოებავ, დღეს ერთმანეთის გვერდით გვიდგანან ჯარისკაცები, რომელბამაც თავისი ღირსებით, შემართებით და ბრძოლის უნარიანობით სამშობლო სხვადასხვა ოპერაციების დროს ასახელეს. ესენი არიან: ქართველი, ამერიკელი და გერთიანებული სამეფოს ჯარისკაცები.

დღეს ეს ადამიანები ღირსეული პარტნიორობისა და თანამეგობრობის სახელით ქართულ მიწაზე დგანან.

საქართველოს პრეზიდენტმა ალიანსზე და საქართევლოს პარტნიორობაზეც აღნიშნა, რომ მეტი საქართველო იქნება ნატოში და მეტი ნატო საქართველოში.

„დღევანდელი სწავლება გაგრძელებაა სწორი და მიზანმიმართული პოლიტიკის რომელიც ნატოს ალიანსის მიმართ დავსახეთ. ჩვენ ვთქვით, რომ მეტი საქართველო იქნება ნატოში და მეტი ნატო საქართველოში.

ამას ჩვენ ვახორციელებთ როგორც საერთაშორისო მისიებში, ასევე ჩვენს მშობლიურ ტერიტორიებზე. საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, რადგან ამისათვის არაერთმა ქართველმა ჯარისკაცმა პოლიტიკოსმა და ქართულმა საზოგადოებამ ძალიან ბევრი გააკეთა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics