18:24 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-11 11:28:10, 588 ნახვა

საზოგადოება
მარტყოფის საზოგადოებრივ ცენტრს ბელარუსის დელეგაცია ეწვია

ბელარუსის რესპუბლიკის დეგელაცია მარტყოფის საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია.

დეგელაციის წევრებს ცენტრში საზოგადოებრივი პროექტის – ”ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში” – დირექტორმა მარიამ ძაგნიძემ უმასპინძლა.

სტუმრები საზოგადოებრივი ცენტრის მუშაობასა და ელექტრონული მმართველობის ძირითად პრინციპებს გაეცნენ. დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ ბელარუსის რესპუბლიკის იურიდიულ პირთა და ინდივიდუალურ მეწარმეთა ერთიანი სახელმწიფო რეესტრის ხელმძღვანელი დიმიტრი კოვალენკო, კონსულტანტი ინა ლეუსი და მთავარი სპეციალისტი ოლგა კურეცი.

ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნული ვიზიტი საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროებს შორის გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.

სტუმრები გაეცნენ ქვეყანაში მოქმედ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემას და ელექტრონული მმართველობის, ერთი ფანჯრისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრინციპებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics