|
2016-05-11 10:28:27, 898 ნახვა
სამართალი
გიორგი მღებრიშვილი შვედეთის შს მინისტრს შეხვდა
სტოკჰოლმში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი შვედ კოლეგას, ანდერს იგემანს შეხვდა. შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. გიორგი მღებრიშვილმა ანდერს იგემანს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო, მათ შორის, ანალიზზე დაფუძნებული პოლიციისა და დნმ-ის ბანკის შექმნა, ასევე, ევროპოლთან თანამშრომლობის გაღრმავება. ორი ქვეყნის შს მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება კრიმინალისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს. როგორც ანდერს იგემანმა აღნიშნა, იგი მიესალმება საქართველოს შს სამინისტროსთან ინტენსიური ურთიერთობების განვითარებას. „თანამშრომლობის შედეგად, ჩვენ შევძლებთ, დავძლიოთ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით ჩვენს წინაშე არსებული ყველა გამოწვევა. დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრაც კონკრეტულ პოზიტიურ შედეგებს გამოიღებს“, - განაცხადა შვედეთის შს მინისტრმა. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ შვედეთი საქართველოს ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესის მხარდამჭერია. თავის მხრივ, გიორგი მღებრიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის არსებულ მჭიდრო საპოლიციო თანამშრომლობაზე. მისი თქმით, ევროკავშირის 28 ქვეყნიდან 15 ქვეყანასთან საქართველოს უკვე აქვს დადებული ხელშეკრულება დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ. უახლოეს მომავალში მსგავსი ხელშეკრულების გაფორმება სხვა ქვეყნებთან, მათ შორის, შვედეთთანაც განიხილება. ამასთან, როგორც გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, საქართველოს შს სამინისტრო სტოკჰოლმში პოლიციის ატაშეს წარგზავნას გეგმავს. „იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენმა უწყებამ პოლიციის ატაშეები წარგზავნა, ქართველთა მიერ ჩადენილი დანაშაულის კლების ტენდენცია ფიქსირდება. შედეგი ყველასთვის აშკარაა. ჩვენ ვადასტურებთ მზაობას, კიდევ უფრო გავაღრმაოთ თანამშრომლობა ნებისმიერ დონეზე, რათა მოვახდინოთ დანაშაულის არა მხოლოდ გამოვლენა, არამედ - პრევენცია. ყველაზე ეფექტური გზა ამისთვის ინფორმაციის გაცვლა და საპოლიციო თანამშრომლობაა“, - აღნიშნა საქართველოს შს მინისტრმა. გიორგი მღებრიშვილი საქართველოს პირველი შს მინისტრია, რომელიც სტოკჰოლმში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა და შვედ კოლეგას პირისპირ შეხვდა. შეხვედრის დასასრულს გიორგი მღებრიშვილმა ანდერს იგემანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მიიწვია.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)