07:46 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-10 12:26:45, 577 ნახვა

პოლიტიკა
თამაზ მეჭიაური: თუ „რესპუბლიკელი“ მინისტრები თანამდებობას დატოვებენ, მზად ვარ, პარტია დავტოვო

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი თამაზ მეჭიაური მზად არის „რესპუბლიკელი“ მინისტრების თანამდებობიდან გადაყენების შემთხვევაში, თუ საჭირო იქნება თანამდებობა და პარტია დატოვოს.

როგორც მეჭიაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,  „რესპუბლიკელები“ „ქართული ოცნების“ ავტორიტეტს დარტყმას აყენებენ.

„თუ ეს ხელისუფლება გაიზიარებს ამ ორი მკვდარი პილიტიკოსის აზრს და გაემიჯნება იმ ძალებს, რომლებსაც უფრო მეტად აქვს ხალხთან შეხება და დაიტოვებენ ისეთ მარგინალებს, როგორიც ესენი არიან, მაშინ დისკრეტიდაციას თავის თავს გაუკეთებენ”, - აღნიშნა მეჭიაურმა.

მისივე თქმით, თუ პრემიერი თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილს თანამდებობიდან გაათავისუფლებს, ის პარტიიდან თავად წავა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics