|
2016-05-09 18:06:42, 619 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი: ნატოს წევრობა "დღეს და ახლავე" დამაზიანებელია
ნატოს წევრობა "დღეს და ახლავე" დამაზიანებელია, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. „ნატო ჩვენი მიზანია, მაგრამ ამ თემით სპეკულირება პრევალირებს პრაგმატულ პოლიტიკურ სტრატეგიაზე. ერთი მხრივ "ჩხავანა კატების" პოზიცია - გვინდა ნატო და არიქა შევედით (შემოგვიშვით) და ვაჩვენებთ რუსეთს სეირსო. არადა ნატოს წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არავისთან ომის მიზანი არ გვამოძრავებსო, არაო!; მეორე მხრივ "ვითომ გულწრფელების" დაჩემება - არ გვიღებენ და აღარც რო ვეშვებითო! მაშ საითაო აღარ ამბობენ, მინიშნებით - ჩვენი თავი ჩვენვე უნდა გვეყუდნოდესო და იქვე რუსეთისკენ იხედებიან. ამასაც ბოლომდე ვერ ამბობენ, ოკუპანტია მაინც!; მესამე მხრივ "პრაგმატები" და მათთან ერთად თავად ნატო - ვთანამშრომლობთ უსაფრთხოებისათვის და სტანდარტების დაახლოებისათვის, უკეთესი გარემოების მოლოდინში, სტრატეგიულ რეჟიმში, ქვეყანაში სტაბილურობისათვის, მათაც ესმით რომ ტერიტორიები ოკუპირებულია, იქ რუსული ბაზებია, საომარი მოქმედებები დაუშველებელია, ნატოს წევრობა "დღეს და ახლავე" დამაზიანებელია, მოლაპარაკებები აუცილებელი და მიზანიც მიღწევადია, ფაციფუცის გარეშე! ყველაზე რთული მაგრამ სახელმწიფოებრივი მესამე პოზიციის რეალიზებაა, პირველი ორი უპერსპექტივო პოპულიზმია, ვფიქრობ უკიდურესად დამაზიანებელიც!“, - წერს გია ვოლსკი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)