15:39 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-06 09:49:09, 673 ნახვა

საზოგადოება
მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს.

საეკლესიო კალენდრის მიხედვით გიორგობა ორჯერ 23 ნოემბერს და 6  აღინიშნება.

ცნობისთვის, წმინდა გიორგი III საუკუნის II ნახევარში კაბადოკიაში დაიბადა. ის დიოკლიტიანე (284-305 წ) მეფის დროს ტრივონთა მეთაური იყო. დიოკლიტიანემ კერპთმსახურება ააღორძინა და ქრისტიანთა დევნისა და იმ მორწმუნეთა დაწინაურების შესახებ გასცა ბრძანება, რომლებიც ახალ რელიგიას უარყოფდნენ, ხოლო ვინც მეფის განაჩენს შეეწინააღმდეგებოდა, საზარელი სიკვდილით დაისჯებოდა. 

გადმოცემით, ამ დროს წმინდა გიორგი მეფესთან შევიდა და მის წინაშე ქრისტიანობა იქადაგა. დიოკლიტიანემ წმინდა გიორგის გადაბირება ვერაფრით შეძლო, ამიტომაც, მისი დასჯა გადაწყვიტა. თავდაპირველად, მეფემ ლახვრით მისი განგმირვა ბრძანა, თუმცა წმინდანის ხორცის შეხებისას ლახვარი სანთელივით მოიდრიკა. როცა ამით ვერაფერი დააკლო, დიოკლიტიანემ წმინდა გიორგი ურმის თვალზე დააკვრევინა, დაღმართზე მახვილები დააგებინა და მოწამის სხეული მრავალ ნაწილად დაჭრა. ღმრთის ანგელოზის გარდამოსვლით, წმინდა გიორგი განიკურნა და მეფის წინაშე განახლებული ბრწყინვალებით წარდგა. მთავარმოწამე კერპთმსახურთა ტაძარში შევიდა, რის შემდეგაც, ყველა კერპი შეიძრა და შეიმუსრა. 

წმინდა გიორგი შეიპყრეს და დიოკლიტიანეს მისი მოკვლა სთხოვეს. მეფემ წმინდანის სიკვდილით დასჯა ბრძანა, რის შედეგადაც, მას თავი მოჰკვეთეს.

გიორგობის დღესთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics