|
2016-05-05 10:40:34, 558 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე უკრაინელ კოლეგას შეხვდა
პრაღაში, ვიშეგრადის ოთხეულისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს პავლო კლიმკინს სეხვდა. როგორც "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველო-უკრაინის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს . განსაკუთრებული ყურადღება საქართველოსა და უკრაინის ევროპული ინტეგრაციის პროცესს დაეთმო. აღინიშნა ამ მიმართულებით მიმდინარე რეფორმების კუთხით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობა. უწყების ინფორმაციით, მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში ეკონომიკური თვალსაზრისით გახსნილ ახალ შესაძლებლობებს და აღნიშნეს, რომ ევროკავშირთან შემდგომი ეკონომიკური თანამშრომლობის ეფექტური განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება უკრაინასა და საქართველოს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების ინტენსიფიცირება. მიხეილ ჯანელიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მიხეილ ჯანელიძე და პავლო კლიმკინი შეთანხმდნენ განაგრძონ რეგულარული შეხვედრები და აზრთა ურთიერთგაცვლა ორივე ქვეყნის საერთო, მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)