15:38 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-05 09:54:07, 591 ნახვა

საზოგადოება
112-ს გერმანელ ჟურნალისტთა ჯგუფი ესტუმრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს საქართველოში ვიზიტით მყოფი 16 გერმანელი ჟურნალისტი ეწვია.

როგორც "ექსპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, სტუმრებს „112“-ის დირექტორმა, გიორგი ბიჭაშვილმა უმასპინძლა და ქოლ-ცენტრი დაათვალიერებინა. გერმანელი ჟურნალისტები გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში ზარის მიღებისა და შეტყობინების დამუშავების პროცესს დაესწრნენ.

უცხოელი ჟურნალისტები „112“-ის სერვისებით და სამომავლო გეგმებით დაინტერესდნენ. სტუმრებმა ქვეყანაში მოქმედი გადაუდებელი დახმარების ნომრის ფუნქციონირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

გერმანელ ჟურნალისტთა საქართველოში ვიზიტის მიზანი  არსებული ვითარების, განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების, საქართველოს ეკონომიკური და საინვესტიციო გარემოს უკეთ გაცნობაა.

მედიატურში ბერლინის პრესკლუბის წევრები მონაწილეობენ, რომლებიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წამყვან მედია საშუალებებს წარმოადგენენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics