|
2016-05-04 14:06:14, 798 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს
4-6 მაისს, საქართველოს ეროვნული ბანკი, EBRD-ს მხარდაჭერით საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს. შეხვედრის მთავარი თემა მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციისა და ინსტრუმენტების განვითარებაა. ღონისძიებაში საქართველოს ეროვნული ბანკთან ერთად მონაწილეობენ სომხეთის, ყირგიზეთისა და მონღოლეთის ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები. ფორუმზე, რომლის მთავარი მიზანი მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციის გაუმჯობესებაა, მონაწილეებმა საქართველოს ეროვნული ბანკის მაგალითზე განიხილეს თუ როგორ შეუძლია ინფლაციის თარგეთირების მქონე ცენტრალურ ბანკს, პატარა ღია ეკონომიკაში გაუმკლავდეს საგარეო შოკებს. ისაუბრეს მონეტარული პოლიტიკის ფორმულირებისა და კომუნიკაციის პოლიტიკაზე. მონღოლეთისა და ყირგიზეთის ცენტრალური ბანკების მაგალითებზე კი განიხილეს თუ როგორ უნდა მოხდეს მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციის გაუმჯობესება. „საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს მისი ძირითადი ამოცანების, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებებისა და გატარებული ღონისძიებების შესახებ საზოგადოების ინფორმირება. მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობისათვის მნიშვნელოვანია რომ საზოგადოებას ჰქონდეს ინფლაციის სწორი მოლოდინები, რაც დაეხმარებათ მათ გრძელვადიან ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებაში. ჩვენი მიზანია კომუნიკაციის არსებული არხების განვითარება და ახალი გზების დანერგვა. დღევანდელი შეხვედრა, რომელსაც მაღალი რანგის სპეციალისტები უძღვებიან სწორედ ამ საკითხებს ეძღვნება“, - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდეტმა არჩილ მესტვირიშვილმა. სამუშაო შეხვედრის მონაწილეები დაესწრნენ ანალიტიკოსებთან შეხვედრას, რომელსაც ეროვნული ბანკი რეგულარულად ატარებს და სადაც საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა, მაისის თვის ინფლაციის მიმოხილვასთან დაკავშირებით პრეზენტაცია წარადგინეს. ფორუმის ორგანიზატორები საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად არიან საკონსულტაციო კომპანია OGResearch და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი(EBRD).
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)