14:17 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-04 14:02:31, 579 ნახვა

საზოგადოება
"საქართველოს მელიორაციამ" მთის არხის რეაბილიტაცია დაასრულა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“  მარნეულის მუნიციპალიტეტში მთის არხის რეაბილიტაცია დაასრულა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ  3 000 000 ლარი შეადგინა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში გაიწმინდა მაგისტრალური არხი, მოეწყო ახალი მილხიდები, აღდგა სხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობები და დღეისათვის არხი სრული დატვირთვით ფუნქციონირებს. 

უწყების ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტის 5 სოფლის მოსახლეობა 620 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის მოსარწყავად ისარგებლებს აღდგენილი საირიგაციო სისტემით.  

2012 წლის შემდეგ წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი ქვემო ქართლის რეგიონში 24 500 ჰექტრიდან 43 800 ჰექტრამდეა გაზრდილი. 

დღეისათვის შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვემო ქართლის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 7,  ხოლო ქვეყნის მასშტაბით 25 სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics