|
2016-04-30 15:32:07, 860 ნახვა
საზოგადოება
მართლმადიდებელთა რწმენით მაცხოვრის საფლავიდან წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
იერუსალმში, მაცხოვრის საფლავიდან მართლმადიდებელთა რწმენით წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი თეოფილე მე–3 ტაძარში უფლის საფლავზე (კუვუკლიაში) 15:26 საათზე შევიდა, ცეცხლი კი 15:32 საათზე გადმოვიდა. სანამ კუვუკლიიდან თავად პატრიარქი გამოჩნდება, სანთლის დამტარებელი იპოდიაკვნები, რომლებმაც მიიღეს მადლმოსილი ცეცხლი, ანგელოზის ეკვდერის სარკმლიდან მას მთელ ტაძარში სწრაფად მოატარებენ. მაცხოვრის საფლავზე გადმოსული ცეცხლი თბილია, სასიამოვნო და ასევე, მისი ღვთაებრივი ნიშანია, რომ გარდამოსვლიდან 10–15 წუთის მანძილზე ცეცხლი არ წვავს, ამ რამდენიმე წუთის განმავლობაში მორწმუნეები მას თავსა და პირზე იტარებენ, რათა საკუთარ თავზე შეიგრძნონ ეს უდიდესი სასწაული. მაცხოვრის საფლავზე მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლას უამრავი ჩვენი თანამემამულე ესწრება.უკვე 20 წელია ყოველ აღდგომის დღესასწაულზე წმინდა ცეცხლის ჩამოსატანად იერუსალიმში ჩვენი ქვეყნიდან სპეციალური დელეგაცია ჩადის, რომელშიც არიან საერო და სასულიერო პირები. აღდგომის ღამეს ღვთიურ ცეცხლს თბილისში მოაბრძანებენ და იგი სააღდგომო ლიტურგიის დროს ყველა ტაძარში ვრცელდება. მორწმუნეებს საშუალება ეძლევათ წმინდა ცეცხლი სახლებში მიაბრძანონ. წმინდა ცეცხლს თელ-ავივიდან თბილისში 23:15 საათზე ჩამოაბრძანებენ.
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)