|
2016-04-28 11:22:06, 1363 ნახვა
ეკონომიკა
"ელიტ ელექტრონიქსი" 2015 წლის ოქროს ბრენდად დასახელდა
სს "ელიტ ელექტრონიქსი" წარმოდგენილ კომპანიებს შორის 2015 წლის რჩეულ ბრენდად დასახელდა. მიუხედავად ბაზარზე არსებული დიდი კონკურენციისა, იგი მრავალი წელია ინარჩუნებს "ოქროს ბრენდის" ტიტულს. Global Idea-ს, გაზეთ The FINANCIAL-ის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ამერიკის სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ 2015 წლის რჩეული ბრენდების დაჯილდოების ყოველწლიურ, რიგით მეთერთმეტე ცერემონიაზე 200-მდე ექსპერტის შეფასებით სს "ელიტ ელექტრონიქსი" ნომინაციაში "ტექნიკის მაღაზიათა ქსელი" - რჩეულ ბრენდად დასახელდა. კომპანიისთვის 2015 წელი წარმატებული იყო როგორც გაყიდვების, ასევე ინოვაციური პროექტების თვალსაზრისით. „საერთო ჯამში, შემიძლია გითხრათ, რომ მიუხედავად დიდი გამოწვევებისა, „ელიტ ელექტრონიქსმა“ 2015 წელი საკმაოდ კარგად დახურა. ამავე წელს გავაფორმეთ ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანი კონტრაქტები. “ელიტ ელექტრონიქსი” გახდა “Samsung”-ის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოს ბაზარზე, რაც ჩვენი კომპანიის გამორჩეული წარმატებაა. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს ხელი მოეწერა კიდევ ერთ ექსკლუზიურ კონტრაქტს იაპონურ კომპანია „Hitachi“-სთან, რითაც „ელიტ ელექტრონიქსი“ გახდა აღნიშნული ბრენდის ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში. ამავდროულად, „ელიტ ელექტრონიქსი“ გახლავთ მსოფლიოს ისეთი უმსხვილესი ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელი, როგორებიც არიან: Bosch, Siemens და Gorenje. აღნიშნული ფაქტი კომპანიის სიძლიერეს წარმოადგენს და მომგებიან პოზიციაში აყენებს კონკურენტებთან მიმართებაში. ასევე, 2015 წლის მაისში გავხსენით ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ტექნიკის მაღაზია, რომელიც მდებარეობს თბილისში, ქავთარაძის #1-ში. ამ მაღაზიაში ყველა სახის საყოფაცხოვრებო ტექნიკაა წარმოდგენილი. ჩვენი კომპანიის წარმატებას პირველ რიგში განაპირობებს სწორი მენეჯმენტი, რადგან სწორედ ეს გუნდი ქმნის კომპანიას. რა თქმა უნდა, დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენს მომწოდებლებსა და პარტნიორებს. ჩვენი გუნდი ყველა მომწოდებელთან და პარტნიორთან ერთად ქმნის იმ კომფორტს, რასაც შემდგომ მომხმარებლებს ვთავაზობთ. ეს არის დახვეწილი ინტერიერი, მაღალკვალიფიციური მომსახურე პერსონალი და რაც მთავარია, მსოფლიო დონის ბრენდების პროდუქციის ფართო ასორტიმენტი. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ ჩვენი მომსახურების ხარისხის ამაღლებაზე, როგორც კონსულტაციის პროცესში ასევე რეალიზაციის შემდგომ სერვისებში. 2015 წლის ასევე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გახლდათ კომპანია „ელიტ სერვისი“-ს შექმნა, რომელიც ჩვენს მაღაზიებთან არის წარმოდგენილი და „ელიტ ელექტორონიქსის“ მომხმარებლებს ტექნიკურ დახმარებას უწევს. ამ ეტაპზე, „ელიტ სერვისი“-ს 7 ობიექტი ფუნქციონირებს, 2017-2018 წლებში კი იგეგმება მათი რაოდენობის 10-მდე გაზრდა. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ სერვისს საქართველოს ყველა კუთხეში შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებლებს. რეგიონებში სერვის ცენტრი უკვე გახსნილია ზუგდიდსა და თელავში, ასევე წელს მას ბათუმის მომსახურების ცენტრიც დაემატება. ”ელიტ სერვისი” ავტორიზებულია Bosch-ის, Siemens-ისა და მრავალი სხვა მსოფლიოში აღიარებული ბრენდების მიერ“, - აცხადებს ელიტ ელექტრონიქსის გენერალური დირექტორი, ლადო ჯობავა. "ელიტ ელექტრონიქსი" მე-20 წელია რაც მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და როგორც გაყიდვების, ასევე პროდუქციის მრავალფეროვნების მიხედვით ტექნიკის ბაზრის უპირობო ლიდერია.
(R)
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)