06:53 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-23 16:30:23, 600 ნახვა

საზოგადოება
ფინანსთა სამინიტროს თანამშრომლებმა სოფელ დიდი ჩაილურის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას წიგნები გადასცეს

წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელთა ინიციატივით, შეგროვდა მხატვრული და სასწავლო ლიტერატურა, რომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დახმარებით, დღეს სამინისტროს სახელით, საგარეჯოს რაიონის სოფელ დიდი ჩაილურის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას გადაეცა.

„იმედი გვაქვს, ჩვენი საჩუქარი გაახარებს ბიბლიოთეკის ერთგულ მკითხველებს, თვალწინ გადაუშლის მათ ახალ სამყაროს და დაეხმარება წარმატების მიღწევაში“, - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღედ 23 აპრილი იუნესკომ 1995 წელს ოფიციალურად გამოაცხადა, ხოლო მისი აღნიშვნა 1996 წლიდან დაიწყო.

საქართველოში წიგნის საერთაშორისო დღე 2003 წლიდან აღინიშნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics