05:12 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-21 15:11:48, 652 ნახვა

საზოგადოება
„მაკდონალდსის“ თანამშრომლები დედამიწის დღის აღსანიშნავად რუსთაველის სკვერს დაასუფთავებენ

„მაკდონალდსი“ კორპორაციული მოხალისეობის პროგრამას აგრძელებს: კომპანიის 20 თანამშრომელი, 22 აპრილს, 11:00 საათზე, რესტორნის რუსთაველის ობიექტთან მდებარე სკვერს დაალაგებს და შოთა რუსთაველის ძეგლს გარეცხავს.

„მაკდონალდსის“ მოხალისეებს მხარდაჭერას თბილისის მერიის დასუფთავების სამსახური უცხადებს. ღონისძიების მიზანია, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს, რომ ბუნებრივ გარემოზე ზრუნვა არა მხოლოდ სოციალურად აქტიური კომპანიის, არამედ თითოეული მოქალაქის მოვალეობაა.

მდგრადი განვითარება როგორც საერთაშორისო, ასევე ლოკალურ დონეზე, „მაკდონალდსის“ სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დედამიწის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ყოველწლიურ ტრადიციად აქცევენ. დასუფთავების გარდა, „მაკდონალდსი“ გარემოს დაცვის მიზნით განხორციელებულ სხვა მოხალისეობრივ ღონისძიებებშიც აქტიურად მონაწილეობს:გასულ წელს, კომპანიის თანამშრომლები არმაზის რეგიონის გამწვანების ღონისძიებასი ჩაერთნენ და სხვა მოხალისეებთან ერთად ხეები დარგეს.

ცოტა ხნის წინ, „მაკდონალდსმა“ მდგრადი განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, ბრენდის კიდევ ერთი საერთაშორისო სტანდარტის დანრგევა — ნარჩენების სეპარაცია დაიწყო: რესტორნის ახალგახსნილ ობიექტებში (მაგალითად, „ისთ ფოინთის“ ფილიალში), ნაგვის სეპარაციის მიზნით, სხვადასხვა სახის ურნები განთავსდა. ნაგვის სეპარაციის წამოწყება თბილისის ინფრასტრუქტურის გავნითარების და ბუნებრივი გარემოს დაცვის კუთხით უმნიშვნელოვანესი აქტივობაა: სეპარირების შემთხვევაში, 2010 წლის ნოემბრიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამოქმედებული ახალი სანიტარიული ნაგავსაყრელი ფუნქციობას 40 წლით მეტხანს შეძლებს (იხ. თბილისის მერიის 2010 წლის ანგარიში, გვ.62).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics