15:38 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-14 12:14:48, 362 ნახვა

პოლიტიკა
მამკინსი: ევროპარლამენტში საქართველოს სრული მხარდაჭერაა აქვს

„ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ევროპარლამენტის მტკიცე მხარდაჭერა აქვს.  ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების მიღწევა" - ეს განცხადება ევროპარლამენტში საქართვლოს მომხსენებელმა ანდრეს მამკინსმა სტრასბურგში, საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრამდე, ანდრეს მამკინსის განცხადებით, იგი შეხვდა ევროპარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს, სადაც მათ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე სტრასბურგში იმყოფება, სადაც ის ევროპარლამენტის სხვადასხვა ფრაქციისა და საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.  დისკუსიების მთავარი თემებია საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგის განხორციელება და ამ პროცესში ევროპარლამენტთან თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics