15:37 - 27 Jun, 2026
|
2016-04-13 19:07:38, 506 ნახვა
პოლიტიკა
საპარლამენტო უმცირესობის წევრებსა და მანანა კობახიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძესა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. "ნაციონალური მოძრაობა" განცხადებებისთვის დროის დამატებას ითხოვდა, მანანა კობახიძე კი ამბობდა, რომ ერთ საათიან განცხადებებზე ბიუროს სხდომაზე არ შეთანხმებულან. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატებსა და მანანა კობახიძეს შორის კამათი იმის თაობაზე, გაგრძელებულიყო თუ არა განცხადებები კიდევ ნახევარი საათით. საბოლოოდ, კობახიძემ საკითხი ელექტრონულ კენჭისყრაზე დააყენა და ხმათა უმრავლესობით, სხდომა პოლიტიკური განცხადებების რეჟიმში განახლდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)