21:12 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-13 12:27:48, 609 ნახვა

საზოგადოება
დაბა წავკისთან მისასვლელი გზა აღდგენილია

შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ", თბილისის მერიის დაკვეთით, დაბა წავკისთან მისასვლელი ერთ-ერთი გზა აღადგინა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, 880-მეტრიან გზაზე მოიჭრა დაზიანებული გრუნტი; ქვიშა-ხრეშითა და ფრაქციული ღორღით მოეწყო გზის საფუძველი; დაიგო ასფალტბეტონის საფარი; გზის საფუძვლის დაცვის მიზნით, ჩაიდგა წყლის გამტარი მილი.

გზის რეაბილიტაცია 2016 წლის თებერვალში დაიწყო. სამუშაოებზე 20 ადამიანი დასაქმდა.

დაბა წავკისთან მისასვლელი ეს გზა საბჭოთა წარსულში დაიგო და აღარ შეკეთებულა. შესაბამისად, იგი კაპიტალურ რეაბილიტაციას საჭიროებდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, გზაზე გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics