20:16 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-12 10:23:34, 1244 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში ავტომობილის აფეთქების შედეგად 20 სამხედრო დაშავდა

თურქეთის ქალაქ ჰანიში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად სულ მცირე 20 სამხედრო დაშავდა, - ამის შესახებ ადგილობრივი გაზეთი Hurriet იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ავტომობილი, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო განთავსებული პოლიციის ბაზას დაეჯახა.

აფეთქების შედეგად პოლიციის შენობა და ახლოსმდებარე შენობები დაზიანდა. ამ დროისთვის უცნობია არიან თუ არა გარდაცვლილები.

წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმა ქურთისტანის მუშათა პარტიამ განახორციელა. ქალაქი ჰანი დიარბაკირის პროვინციაში მდებარეობს, რომელიც ძირითადად ქურთებითაა დასახლებული. ცნობისთვის, ბოლო პერიოდის განმავლობაში აქ უკვე რამდენიმე შეტაკება მოხდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics