14:32 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-09 15:28:02, 1215 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს

აჭარის ავტონონიური რესპუბლიკის მთავრობის, უმაღლესი საბჭოსა და ქალაქ ბათუმის მერიის წარმომადგენლებმა სტუდენტებთან ერთად 9 აპრილს დაღუპული ადამიანების მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეკრებილებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს 1989 წელს მომხდარი მოვლენები და სამშობლოსათვის დაღუპული გმირები, რომლებმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უდიდესი როლი შეასრულეს.

„27 წლის წინ 9 აპრილს დატრიალებული ტრაგედია სამუდამოდ დარჩა თავისუფლებისათვის ბრძოლის სიმბოლოდ ჩვენს მეხსიერებასა და ისტორიაში. ეს დღე ერთდროულად ამაღლებული განწყობითა და ტკივილით სავსე დღეა, რადგან ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას 1989 წლის 9 აპრილს უამრავი ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა. მას შემდეგ სამშობლოსათვისდაღუპულთა სახელებს ყოველ წელს ვიხსენებთ სევდით, ჩვენ ისინი გავიხსენეთ დღესაც და კიდევ მრავალჯერ გავიხსენებთ მომავალშიც. მჯერა, ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს 9 აპრილს მომხდარ მოვლენებს, საქართველოს თავისფლებისათვის თავგანწირულ ადამიანთა ხსოვნას. მნიშვნელოვანია თარიღია ჩვენთვის 1991 წლის 9 აპრილიც, როცა სიმბოლურად სწორედ ამ დღეს მოეწერა ხელი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს", - ასე ეხმიანება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ 9 აპრილს Facebook-ის საკუთარ გვერდზე.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics