18:16 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-09 11:20:06, 566 ნახვა

საზოგადოება
ნოდარ ხადურმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის წინ, 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულ მამულიშვილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

„დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა საქართველოს ისტორიაში. ერთი მხრივ, ეს არის დღე დიდი მწუხარების, იმიტომ, რომ ამ ადგილზე, 27 წლის წინ, ათეულობით ახალგაზრდა ცარიელი ხელებით ებრძოდა კბილებამდე შეიარაღებულ ოკუპანტს, ტანკებს, ნიჩბებიან ჯარისკაცებს. ისინი დაიღუპნენ საქართველოსთვის ბრძოლაში. მეორე მხრივ, ამ დღეს, საქართველო იყო განსაკუთრებით ერთიანი, ამაყი, რაც 25 წლის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დაგვირგვინდა.ვფიქრობ, რომ თითოეული ჩვენგანის ვალია, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ამ ადამიანებმა სისხლი დაღვარეს იმისათვის, რათა ჩვენ თავისუფალ და დემოკრატიულ საქართველოში ვიცხოვროთ, ამიტომ ყველას ვალია, ვინც არ უნდა იყოს, სადაც არ უნდა მუშაობდეს და მოღვაწეობდეს, ყველაფერი გააკეთოს ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის, სიძლიერისთვის, იმიტომ, რომ ჩვენი თანამემამულეების ნათელი სახელები, ჩვენი დიდი წინაპრები ამას ნამდვილად იმსახურებენ", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.

ფინანსთა მინისტრმა პარლამენტის შენობის წინ, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა დაათვალიერა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics