|
2016-04-07 14:52:27, 446 ნახვა
პოლიტიკა
სტოლტენბერგი: რუსეთის ქმედებები ევროპაში სიტუაციის დესტაბილიზაციას ახდენს
ნატო-ს არსებობა გამართლებულია, მათ შორის დასავლეთი რუსეთისგან უნდა დაიცვას, - ამის შესახებ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ვაშინგტონში ატლანტიკური საბჭოს შეხვედრაზე განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის არსებობა განსაკუთრებით საჭიროა. მისივე თქმით, ალიანსმა რუსეთის ქმედებები უნდა აკონტროლოს და ასევე "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში გამოვიდეს. როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, რუსეთის ქმედებები ევროპაში სიტუაციის დესტაბილიზაციას ახდენს. მან ოფიციალურ კრემლი, "ახლო მდებარე საზღვრებზე გავლენაში" დაადანაშაულა. "ეს მიუღებელია, რადგან რუსეთი საერთაშორისო სტანდარტებს არღვევს და ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას აკნინებს", - განაცხადა სტოლტენბერგმა. სტოლტენბერგი არ გამორიცხავს 2014 წლის შემდეგ პირველი რუსეთ-ნატოს შეხვედრის ჩატარებას. "ჩვენ განვიხილავთ, ასეთ შეხვედრას. იმედი გვაქვს, რომ შევთანხმდებით", - აღნშნა ალიანსის გენერალურმა მდივანმა. სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები და ნატო "რუსულ საფრთხეზე" რეგულარულად საუბრობენ. 5 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ევროპულის სამხედრო ძალებში მეტი ინვესტიციაა ჩასადები, რათა რუსეთის ქმედებები გააკონტროლოს. 18 მარტს აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ეშტონ კარტერმა აღნიშნა, რომ რუსეთი აშშ-ის უსაფრთხოებას დიდ საფრთხეს უქმნის. ცნობისთვის, 30 მარტს, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფილიპ ჰემონდმა განაცხადა, რომ რუსეთი მთელ მსოფლიოს უქმნის საფრთხეს. 10 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, აღნიშნა, რომ რუსეთი საქართველოს "მცოცავი ოკუპაციით" საფრთხეს უქმნის. პარალელურად ესტონეთის საინფორმაციო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმად რუსეთი ერთადერთი გარე ძალაა, რომელმაც ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებას საფრთხეს უქმნის. 2015 წლის ნოემბერში ბულგარეთის პრეზიდენტმა როსენ პლებნელიევმა განაცხადა, რომ რუსეთი ბალკანეთში ჰიბრიდული ომის დაწყებას აპირებს, რათა მთელ ევროპაში სიტუაციის დესტაბილიზაცია მოახდინოს. ბევრი ქვეყანა რუსეთს უკრაინაში სამხედრო ოპერაციების განხორციელებაშიც ადანაშაულებს. ოფიციალურ კრემლში ამ მტკიცებებს სერიოზულად არ აღიქვავენ და აცხადებენ, რომ ეს ბრალდებები უსაფუძვლოა. შეგახსენებთ, რომ 2014 წლის გაზაფხულზე, ნატო-მ რუსეთთან თანამშრომლობის ყველა სფერო "გაყინა", რომლებიც ნატო-რუსეთის საბჭოს შეთანხმებების ფონზე იყო შექმნილი. შეთანხმებები გაიყინა, მას შემდეგ რაც უკრაინაში ვითარება დაიძაბა.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)