|
2016-04-07 14:41:31, 529 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე: ევროპა დღეს გამოწვევების წინაშეა, თუმცა ამ გამოწვევების დაძლევის საუკეთესო გზა მეტი ერთიანობაა
"ევროპა დღეს გამოწვევების წინაშეა თუმცა ამ გამოწვევების დაძლევის საუკეთესო გზა მეტი ერთიანობა, მეტი ინტეგრაცია და გაფართოებაა", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ვილნიუსში, ლიტველ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ჯანელიძის მოსაზრებით, რეფერენდუმის შედეგებმა არ უნდა შეასუსტოს აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მიმართ მხრადაჭერა, რადგან ეს რეგიონს და მთლიანად ევროპას აძლიერებს. „საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროკავშირისთვის იყოს სანდო პარტნიორი, იმის დასამკტიცებლად, რომ ჩვენ ვემზადებით სრულფასოვანი, საპასუხისმგებლო წევრობისთვის ევროპულ საზოგადოებაში“, - განაცხადა ჯანელიძემ. ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლიტვის საგარეო უწყებაში დღეს ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებზე საქართველოსა და ლიტვის კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე კომისიის ოქმს მოეწერა ხელი.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)