|
2026-07-25 12:25:16, 225 ნახვა
საზოგადოება
BOG და UNFPA მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრას გამართავენ
საქართველოს ბანკი, როგორც განათლებისა და საზოგადოების განვითარების მხარდამჭერი, გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) პარტნიორობის ფარგლებში მზრუნველი მამობისა და მშობლების თანასწორი ჩართულობის ხელშეწყობას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, 25 ივლისს, 14:00 საათზე, Holiday Inn-ში საჯარო შეხვედრა გაიმართება, რომელიც მამებისა და შვილების ურთიერთობას, მხარდაჭერის მნიშვნელობასა და ბავშვის განვითარებაში მამის როლს დაეთმობა. ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე. შეხვედრის მთავარი თემა იქნება - "რას ცვლის ადამიანის ცხოვრებაში ერთი გულშემატკივარი, რომელსაც მისი ნამდვილად სჯერა?" შეხვედრა გააერთიანებს პროფესიულ ხედვასა და პირად გამოცდილებას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ყოველდღიურმა მხარდაჭერამ, ნდობამ და თანადგომამ გავლენა მოახდინოს ბავშვის განვითარებასა და თავდაჯერებულობის ჩამოყალიბებაზე. ღონისძიებაზე საუკთარი გამოცდილებების შესახებ ისაუბრებენ მასწავლებელი გიორგი ლიპარიშვილი და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელის, ბუდუ ზივზივაძის მამა - კახა ზივზივაძე. ისინი ისაუბრებენ თუ რას ნიშნავს შვილის მხარდაჭერა მისი პირველი ნაბიჯებიდან მნიშვნელოვან წარმატებამდე და როგორ იქცევა მშობლის თანადგომა ბავშვის განვითარების მნიშვნელოვან საყრდენად. შეხვედრის ფარგლებში ასევე გაიმართება მრავალფეროვანი აქტივობები, რომლებიც მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას, შვილებთან ურთიერთობის მნიშვნელობაზე განსხვავებული პერსპექტივით დაფიქრდნენ და ერთად შექმნან დასამახსოვრებელი გამოცდილება. საქართველოს ბანკსა და გაეროს მოსახლეობის ფონდს (UNFPA) შორის დაწყებული თანამშრომლობა მიზნად ისახავს მზრუნველი მამობის მხარდაჭერას, შვილების აღზრდაში მამების ჩართულობის წახალისებას და ოჯახების გაძლიერებას. პარტნიორობის ფარგლებში სხვადასხვა საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების აქტივობა განხორციელდება. ინფორმაციისთვის, UNFPA საქართველოში წლების განმავლობაში ხელს უწყობს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მამობა მხოლოდ პასუხისმგებლობას კი არა, შვილების ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას, ემოციურ სიახლოვესა და ზრუნვის თანაბარ განაწილებასაც გულისხმობს. სწორედ ამ ღირებულებების გაძლიერებას ემსახურება საქართველოს ბანკისა და UNFPA-ის პარტნიორობაც. ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
უცნობი იუმორისტზე თავდამსხმელის გათავისუფლებაზე - ცემა ძალადობა არის, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის
რეჟიმის სასამართლომ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი გაათავისუფლა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ტიუმენის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში დრონით თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)