|
2026-06-11 10:49:32, 932 ნახვა
მსოფლიო
აშშ-მ ირანის დასარტყმელად „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტები გამოიყენა
ხუთშაბათს, ირანზე განხორციელებული დარტყმების დროს, აშშ-ის სამხედრო ძალებმა არაბეთის ზღვაში განლაგებული გამანადგურებლებიდან „ტომაჰაკვის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები გამოიყენეს, ნათქვამია ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) მონაცემებში. სარდლობამ გამოაქვეყნა რაკეტის გაშვების ვიდეო გამანადგურებელი USS Michael Murphy-დან, რომელიც ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთით, არაბეთის ზღვაში განლაგებული აშშ-ის საზღვაო დაჯგუფების ნაწილია. აშშ-ის საზღვაო ინსტიტუტის საინფორმაციო სამსახურის ცნობით, CENTCOM ამჟამად 14 მართვადი რაკეტების გამანადგურებელს მართავს. შეიარაღების კონფიგურაციიდან გამომდინარე, თითოეულ გემს შეუძლია გადაიტანოს მინიმუმ 32 ზღვიდან გაშვებული „ტომაჰაკვის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტა 1600 კმ-ის დიაპაზონით. Fox News-თან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანში სამიზნეებზე განხორციელებული დარტყმების დროს გამოყენებული იქნა 49 „ტომაჰაკვის“ ტიპის რაკეტა, ასევე გამანადგურებლები, რომლებიც საჰაერო თავდაცვის სისტემების გასანადგურებლად იყო განლაგებული. მისი თქმით, სამიზნეები ირანის სანაპიროზე, სპარსეთის ყურეში მდებარეობდა, ზოგიერთი მათგანი თეირანიდან 65 კილომეტრის დაშორებით იყო. ცენტრალური სარდლობის ცნობით, ოპერაციის დროს აშშ-ის ძალებმა „ირანის სამხედრო საჰაერო დაზვერვის, კომუნიკაციებისა და საჰაერო თავდაცვის ობიექტებს მთელ ირანში დაარტყა. აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსმა, საჰაერო ძალებმა და საზღვაო ძალებმა ირანის სამიზნეებს ზუსტი მართვადი საბრძოლო მასალა ესროლეს, რაც საფრთხეს უქმნიდა აშშ-ის ძალებს და რეგიონულ წყლებში ტრანზიტით მოძრავ საერთაშორისო კომერციულ გემებს“. ხუთშაბათს ღამით აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანზე კიდევ ერთი თავდასხმა განახორციელეს. ცენტრალური სარდლობის თანახმად, დარტყმები განხორციელდა „თავდაცვის მიზნით“ და „ირანის უსამართლო და მიმდინარე აგრესიის საპასუხოდ“. ირანული მედიის ცნობით, ძლიერი აფეთქებები მოხდა ქვეყნის ექვს რაიონში. ირანის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა გამოაცხადეს ჰორმუზის სრუტის ყველა გემისთვის დახურვის შესახებ.
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)