06:04 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-04 18:08:21, 3147 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ბანკის რიგით 28-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა გურიის სოფელ ხიდისთავში გაიხსნა

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შემეცნების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონის სკოლებში თანამედროვე ბიბლიოთეკებს - იდეათეკებს ქმნის. 

საქართველოს ბანკის რიგით 28- იდეათეკა გურიის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლაში გაიხსნა. 

მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა ქართული წიგნის ინსტიტუტთან და Energy Development Georgia-სთან თანამშრომლობით აშენდა. 

თანამედროვე იდეათეკები აღჭურვილია მრავალფეროვანი ბიბლიოთეკით, ზოგადი და სასკოლო საგანმანათლებლო რესურსით, კომპიუტერებით, პროექტორით და STEM კუთხით, სადაც ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, გაეცნონ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლებს, ჩაატარონ მარტივი, სახალისო ექსპერიმენტები და თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებად აქციონ, რაც დაეხმარება მათ, გადადგან პირველი ნაბიჯები დიდი აღმოჩენებისკენ.

ინფორმაციისთვის, დღეს, საქართველოს ბანკის იდეათეკები 11 რეგიონის 28 სკოლაში ფუნქციონირებს და  20 000-ზე მეტი მოსწავლისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობებს.

საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics