2026-05-28 09:37:05, 2283 ნახვა
მსოფლიო
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა
CNN-ის ცნობით, ხუთშაბათს ღამით აშშ-ის ძალებმა ირანში დაუზუსტებელ სამიზნეს შეუტიეს.
„სამიზნე იყო ობიექტი, რომელიც საფრთხეს უქმნიდა აშშ-ის ძალებსა და კომერციულ გემებს“, - იტყობინება არხი აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.
ობიექტის ბუნება, მისი ადგილმდებარეობა და დარტყმების შედეგები ანგარიშში არ იყო დაკონკრეტებული.
გარდა ამისა, CNN-ის ცნობით, აშშ-ის სამხედროებმა ასევე ჩაჭრეს ირანის ტერიტორიიდან გაშვებული დრონები.
ამასობაში, Axios-ის ჟურნალისტმა ბარაკ რავიდმა, აშშ-ის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, ინციდენტის დეტალები გააზიარა.
„ირანმა აშშ-ის სავაჭრო გემის მიმართულებით ოთხი კამიკაძე დრონი გაუშვა. აშშ-ის ძალებმა დრონები ჩამოაგდეს და კიდევ ერთ ირანულ დრონების გამშვებ მოწყობილობას შეუტიეს, სანამ ის გაშვებას შეძლებდა“, - წერს რავიდი სოციალურ ქსელ X-ზე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,