11:05 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-12 13:28:26, 3019 ნახვა

საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი: მიმაჩნია, რომ ქვეყანაში სინდისის პატიმრები და პოლიტიკური პატიმრები საერთოდ არ უნდა იყვნენ

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი ფიქრობს, რომ ახალი პატრიარქის მხრიდან პატიმრების შეწყალების საკითხის დაყენება ხელისუფლებასთან "შედეგზე ორიენტირებული მოქმედება უნდა იყოს". 

თუ პატრიარქმა წინასწარ იცის, რომ არ შესრულდება და მაინც ითხოვს (პატიმრების შეწყალებას) გამოდის, რომ კონფრონტაციაში შედის ხელისუფლებასთან - ამბობს "პირველებთან" მეუფე ნიკოლოზი. 

მაღალი იერარქის თქმით, პატრიარქი უნდა ხედავდეს "რა შეიძლება ამას მოჰყვეს".

მიმაჩნია, რომ ქვეყანაში სინდისის პატიმრები და პოლიტიკური პატიმრები საერთოდ არ უნდა იყვნენ - ამბობს მიტროპოლიტი. 

როდესაც ადამიანი განცხადებებს აკეთებს, მითუმეტეს პატრიარქი აკეთებს განცხადებებს, ის უნდა ხედავდეს შედეგი, რა შეიძლება ამას მოჰყვეს. შედეგზე ორიენტირებული მოქმედება უნდა იყოს . თუ წინასწარ იცის, რომ არ შესრულდება და მაინც ითხოვს, ამითი გამოდის, რომ კონფრონტაციაში შედის ხელისუფლებასთან. ჩემი გადასახედიდან რომ იყოს ეს და მე, როგორც ეკლესიის მმართველი ვიდგე ამ არჩევნის წინაშე, მაშინ ნამდვილად გეტყოდით, აქ აზრი თუ არა. ჩემი მხრიდან, არ აქვს ამის თქმას აზრი. ნამდვილად მიმაჩნია, რომ ქვეყანაში სინდისის პატიმრები და პოლიტიკური პატიმრები საერთოდ არ უნდა იყვნენ", - ამბობს მეუფე ნიკოლოზი





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანულმა გემებმა აშშ-ის საზღვაო ბლოკადის ზონაში გადასვლა დაიწყეს
საქართველოს AI ნაკრები ცნობილია - ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ
უკრაინამ კრასნოდარის მხარეში ბენზინგასამართი სადგურების მომარაგების საწყობი დაბომბა
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics