|
2026-04-30 13:40:18, 2253 ნახვა
ეკონომიკა
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ IFC-სა და CDP-ისთან პარტნიორობა გააფორმა
თიბისიმ, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან - IFC, რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია და იტალიურ ფინანსურ ინსტიტუტთან - CDP, ხელი მოაწერა 90 მილიონი დოლარის 5-წლიან სასესხო ხელშეკრულებებს. პარტნიორობა მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარების ხელშეწყობასა და ენერგორესურსების ეფექტიანი გამოყენების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. თანამშრომლობის ფარგლებში, MSME ბიზნესისთვის გრძელვადიანი სესხით სარგებლობის პირობები გაუმჯობესდება და ის უფრო შეღავათიანი და ხელმისაწვდომი გახდება. ასევე, მნიშვნელოვნად გაიზრდება სესხებით სარგებლობის შესაძლებლობა ისეთი პროექტებისთვის, რომლებიც ბიზნესებს ენერგორესურსების ეფექტიანად გამოყენების საშუალებას და მდგრადი განვითარების მოტივაციას მისცემს. IFC-ის მიერ თიბისისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსი - 50 მლნ დოლარს შეადგენს CDP-ის მიერ გამოყოფილი კი - 40 მლნ დოლარს. აღნიშნული ტრანზაქცია პირველი პრეცედენტია, როცა უმსხვილესმა იტალიურმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, Cassa Depositi e Prestiti-მა სასესხო ხელშეკრულება ქართულ ბანკთან გააფორმა. „მოხარული ვართ, რომ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, IFC-სა და CDP-სთან თანამშრომლობით, 90 მილიონი დოლარის ფინანსური რესურსის მოვიზიდეთ. აღნიშნული ტრანზაქცია შესაძლებლობას მოგვცემს, მომხმარებლებს გრძელვადიანი ფინანსური პროდუქტები გაუმჯობესებული პირობებით შევთავაზოთ და კიდევ უფრო გავუმარტივოთ მათ ცხოვრება. გვჯერა, რომ ამ თანამშრომლობით მხარს დავუჭერთ ბიზნესების ზრდასა და განვითარებას ქვეყანაში და მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, მათ შორის - ენერგოეფექტურობის მხარდაჭერაში. ეს შეთანხმება საერთაშორისო სტანდარტებთან მეტად დაგვაახლოვებს და კიდევ უფრო გაამყარებს ფინანსური ინსტიტუტების ნდობას ქართული საბანკო სექტორის მიმართ“, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ჯგუფის გენერალური დირექტორი. „საქართველოში მცირე ბიზნესი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნისთვის, თუმცა ბევრი მცირე კომპანიისთვის ჯერ კიდევ რთულია გრძელვადიანი დაფინანსების მიღება.თიბისი ბანკთან პარტნიორობის მეშვეობით, ჩვენ ხელს ვუწყობთ მცირე და საშუალო საწარმოებისთვის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, ენერგორესურსების უფრო ეფექტიან გამოყენებას, კერძო ბიზნესის ზრდას, განვითარებაში თანხების ინვესტირებას და სამუშაო ადგილების შექმნას’’, - ანდრეს ფელიპე გომესი, IFC-ის ფინანსური ინსტიტუტების ჯგუფის რეგიონული მენეჯერი ევროპაში. “CDP აგრძელებს საერთო მიზნებსა და ნდობაზე დაფუძნებულ საერთაშორისო პარტნიორობებს. IFC-სა და თიბისისთან თანამშრომლობით, ასევე თიბისი ლიზინგთან უკვე არსებული პარტნიორობის საფუძველზე, CDP ხელს უწყობს ადგილობრივი საფინანსო ეკოსისტემის გაძლიერებას და ამავდროულად, ამყარებს საქართველოსა და იტალიას შორის ურთიერთობებს“, - ქრისტინა მორელი, CDP-ის სუვერენული, ფინანსური ინსტიტუტების და კორპორატიული დაფინანსების ხელმძღვანელი. „დღეს, ჩვენ მომსწრენი ვართ იმისა, თუ როგორ ძლიერდება იტალიასა და საქართველოს - კერძოდ, ჩვენი ქვეყნების ფინანსურ სექტორებს შორის არსებული კავშირები. CDP-სა და თიბისის შორის ხელმოწერილი სასესხო ხელშეკრულება, რომელიც CDP-ს მიერ საქართველოში განხორციელებული მეორე ტრანზაქციაა, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკის მთავარი საყრდენის - მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერაში. ფინანსური რესურსის მოზიდვის გარდა, ეს შეთანხმება საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების შესაძლებლობაცაა, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ბიზნესსექტორის განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდას’’, - საქართველოში იტალიის ელჩი, მასიმილიანო დ’ანტუონო. ხელმოწერის ღონისძიება თიბისი კონცეპტის სივრცეში გაიმართა და მას თიბისი ჯგუფის გენერალური დირექტორი - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის ფინანსების მართვის დირექტორი - გიორგი მეგრელიშვილი, IFC-ის ფინანსური ინსტიტუტების ჯგუფის რეგიონული მენეჯერი ევროპაში - ანდრეს ფელიპე გომესი, IFC-ის წარმომადგენელი საქართველოში - თეა გიგიბერია და CDP-ის სუვერენული, ფინანსური ინსტიტუტების და კორპორატიული დაფინანსების ხელმძღვანელი - ქრისტინა მორელი, ასევე, იტალიის ელჩი საქართველოში - მასიმილიანო დ’ანტუონო ესწრებოდნენ.
ორი კვირის შემდეგ მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს
ირანულმა გემებმა აშშ-ის საზღვაო ბლოკადის ზონაში გადასვლა დაიწყეს
საქართველოს AI ნაკრები ცნობილია - ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ
უკრაინამ კრასნოდარის მხარეში ბენზინგასამართი სადგურების მომარაგების საწყობი დაბომბა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)