11:50 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-01 16:22:50, 811 ნახვა

საზოგადოება
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 31 მარტს სოციალურ ქსელში გავრცელდა ერთ-ერთი მომხმარებლის ინფორმაცია, სადაც თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე დაგვიანებით მისვლასა და გულგრილობაში იყო დადანაშაულებული.

„მოგვიანებით ეს ინფორმაცია რამდენიმე საინფორმაციო სააგენტომაც ისე გაავრცელა, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის ზუსტი ინფორმაციის მისაღებად არ მოუმართავს.

საუბარია მოზარდ გოგონაზე, რომელიც მიმდინარე წლის 26 მარტს მე-5 სართულიდან გადმოვარდა. როგორც სტატუსის ავტორი წერდა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ადგილზე 22-23 წუთის დაგვიანებით მივიდა.

თბილისის სასწრაფო  სამედიცინო დახმარების ცენტრი აცხადებს, რომ ეს არის დეზინფორმაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. ცენტრმა დეტალურად შეამოწმა ბრიგადის მოძრაობის გრაფიკი. როგორც დოკუმენტურად დადგინდა,  აღნიშნული გამოძახება 26 მარტს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ 18:32:37 სთ-ზე მიიღო  და პაციენტთან 10 წუთში მივიდა (მისვლის დრო: 18:42:14 სთ.). მოზარდს ადგილზე ჩაუტარდა პირველადი დახმარებისთვის აუცილებელი მანიპულაციები და 18.52-სთ-ზე დაიწყო პაციენტის ჰოსპიტალიზაციის პროცესი.

რაც შეეხება ექიმების მიერ პაციენტისთვის აღმოჩენილი გადაუდებელი დახმარების პროცესის მიმდინარების საკითხს, იგი თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ შესწავლის სტადიაშია“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან მერაბ ტურავა გაათავისუფლეს
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics