|
2016-03-31 18:18:17, 362 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანმა ევროპარლამენტის დელეგაცია მიიღო
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ევროპარლამენტის დელეგაცია მიიღო. შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა. დელეგაციას ევროპარლამენტის იურიდიულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე პაველ სვობოდა ხელმძღვანელობს. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ევროპარლამენტარი ჰაიდი ჰაუტალა, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ალექსანდრე ბარამიძე და გოჩა ლორთქიფანიძე. შეხვედრაზე მხარეებმა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) ფარგლებში შესრულებული იმ სამუშაოების შესახებ ისაუბრეს, რომლებმაც შესაძლებელი გახადა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით დახურვა. იუსტიციის მინისტრმა ევროპარლამენტარებს დეტალურად განუმარტა, თუ რა სამუშაოები შეასრულეს ამ კუთხით იუსტიციის სამინისტრომ და მისი მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ-ებმა. შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო იუსტიციის სამინისტროს მიერ სასამართლო სფეროში განხორციელებულ რეფორმებს. მხარეებმა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების მესამე ტალღის შესახებაც ისაუბრეს, რომელიც მოსამართლის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებაზეა ორიენტირებული. „ევროპარლამენტის დეპუტაციასთან, რომელიც არა მხოლოდ მემარჯვენეების, არამედ მწვანეთა პარტიის წარმომადგენლით იყო ჩამობრძანებული, განვიხილეთ ის მნიშვნელოვანი მიმდინარე თემები, რაც ამჟამად პარლამენტში განიხილება მთავრობის და იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით და, რა თქმა უნდა, მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღა, რომელზე კენჭისყრასაც და კანონად ქცევასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ჩვენთვის, ისე იმ ევროინტეგრაციის პროცესისთვის, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. ამიტომ, რა თქმა უნდა, კითხვა დაისვა ამასთან დაკავშირებითაც − როდის შეძლებს მთავრობა, დაიწყოს უკვე ძალაში შესული კანონის იმპლემენტაციაზე მუშაობა. ასევე, საუბარი იყო პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებაზე, რომელიც დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოში, და ის გამოძიება, რომელიც მიმდინარეობს აქტიურად და რეალურად 24 საათი ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების, ეთმობა დაკითხვებს, გამოკითხვებს და იმის კვლევას, თუ სად შეიძლება მიგვიყვანოს გამომქვეყნებლის კვალმა. ამ მხრივ ჩვენ საერთაშორისო თანამშრომლობა გვაქვს. მივიღეთ რჩევა, რომ ეს საერთაშორისო თანამშრომლობა კიდევ უფრო გავშალოთ და გავაორმაგოთ, და ამ რჩევებს, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ“, − აღნიშნა შეხვედრიდან გამოსულმა იუსტიციის მინისტრმა. ევროპარლამენტის დელეგაცია თბილისში 29 მარტს ჩამოვიდა. დელეგაციის წევრები უკვე შეხვდნენ პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო უმცირესობას, ომბუდსმენს, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, არასამთავრობო სექტორსა და პრემიერ-მინისტრს. დელეგაციის ვიზიტი 1 აპრილს სრულდება.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)