|
2016-03-31 12:09:59, 693 ნახვა
პოლიტიკა
„რესპუბლიკელები“ საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას
„რესპუბლიკური პარტია საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება დამოუკიდებლად, ინდივიდიალურ რეჟიმში. ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს რესპუბლიკური პარტიის დაუყოვნებლივ გასვლას კოალიციიდან“, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა. მისივე თქმით, აღმასრულებელ ხელისუფლებას ეტაპობრივად, საკუთარი სურვილით ან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით დატოვებენ. „რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის 27 მარტის გადაწყვეტილებით, რომლის გასაჯაროებაც დაყოვნდა პრემიერ-მინისტრის თხოვნით, იმისათვის, რომ კოალიცია მომზადებულიყო ახალი პოლიტიკური რეალობისთვის. საქართველოს რესპუბლიკური პარტია საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება დამოუკიდებლად, ინდივიდიალურ რეჟიმში. ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს რესპუბლიკური პარტიის დაუყოვნებლივ გასვლას კოალიციიდან, საპარლამენტო უმრავლესობიდან, მთავრობიდან და ადგილებზე საკრებულოების უმრავლესობიდან. ჩვენ ამ საკითხებს გადავწყვეტთ ეტაპობრივად და ეს დამოკიდებული იქნება შემდეგ ფაქტორებზე: სამთავრობო თანამდებობებს დავტოვებთ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის ან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების გამო, და არავითარ შემთხვევაში ოკუპანტი ქვეყნის ადგილობრივი სტალინელების, ვიდეოშანტაჟისტების, ან ანტინატოელების ულტიმატუმების ფონზე. ჩვენი შემდგომი თანამშრომლობა დამოკიდებული იქნება პარტია „ქართული ოცნების“ დაანონსებულ განახლებაზეც, მაგრამ ჩვენი თანამშრომლობა ნამდვილად ვერ იქნება შესაძლებელი, თუ პოლიტიკური დღის წესრიგის განმსაზღვრელი კვლავ იქნება თავისუფალ რეჟიმში მოქმედი ინდივიდების საჯარო განცხადება. ჩვენ ვეცდებით, რომ ჩვენი ნაბიჯებით არ გაჩნდეს შეკითხვები ქვეყნის სტაბილურობასა და ხელისუფლების კურსთან დაკავშირებით", - განაცხდა პარტიის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, მინისტრები ეროვნული ინტერესების შესაბამისად გააგრძელებენ მუშაობას, თუმცა პარლამენტში პრიორიტეტი პარტიულ ინტერესებზე გაკეთდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საკითხი შეიძლება წინასწარ იყოს შეთანხმებული უმრავლესობაში. „რესპუბლიკელი“ მინისტრები მთავრობაში ყოფნის პერიოდში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გააგრძელებენ პარლამენტის მიერ დამტკიცებული საპარლამენტო პროგრამების შესრულებას, მაგრამ პარლამენტში ვითარება იქნება პირიქით - ფრაქცია რესპუბლიკელები იხელმძღვანელებს პარტიული პოლიტიკური პრიორიტეტებით გარდა გარკვეული საკითხებისა, რომლებიც შესაძლოა წინასწარ შეთანხმდეს უმრავლესობის რეჟიმში“, - განაცხადა სამნიძემ.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)