18:40 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-16 22:23:09, 4604 ნახვა

პოლიტიკა
ყიფიანი ივანიშვილს მოუწოდებს შეცვალოს კობახიძე და მოამზადოს ქვეყანა არჩევნებისთვის

ინიციატივა "ჯერ საქართველოს" დამფუძნებელი, ვიქტორ ყიფიანი,   "ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, განამწესოს ახალი პრემიერი, რომელიც ქვეყანას შეამზადებს არა მარტო კონკურენტული, რაც მთავარია, ახალი სამართლიანი არჩევნებისთვის;  
გადაახალისოს საკადრო პოლიტიკა, თუ რა თქმა უნდა,  ვინმეს შერჩა რაციონალიზმის მარცვალი.

"რადგან, არაფერი პირადი, მაგრამ კომპეტენციის ნაკლებობის გარდა, ქართულ პოლიტიკურ ელიტაში ჯანსაღი, საღი, ადეკვატური   პოლიტიკოსების  დეფიციტთან გვაავს საქმე ."- აცხადებს ყიფიანი

ყიფიანი წლების განმავლობაში იცავდა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს საერთაშორისო სამართლებრივ დავებში (მათ შორის, Credit Suisse-თან), თუმცა 2023 წელს მათ შორის თანამშრომლობა შეწყდა.

ვიქტორ ყიფიანმა საჯაროდ გააკრიტიკა მმართველი პარტიის მიერ ინიციირებული „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტი. მან ასევე კრიტიკული მოსაზრებები გამოთქვა ირაკლი კობახიძის რიტორიკისა და ხელისუფლების მიერ უკრაინის ომთან დაკავშირებული პოზიციების მიმართ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
ბოკუჩავა: პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი უცნაურია, მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics