17:09 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-05 17:56:43, 672 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: შეიძლება შედგეს ჯანსაღი მსჯელობა, რა პლუს-მინუსები აქვს მაგალითად - ევროინტეგრაციას

ქართული ოცნების სატელიტი პარტია "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" პროპაგანდისტულ მედიებს რუსთავი 2-სა და იმედს მიმართავს, საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით გაუწიონ ორგანიზება დებატებს.

ამას გამოეხმაურა ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე.

"პოლიტიკურ სპექტრში ძალიან ბევრი სპეკულირებს ყველაფერზე, რაც შეეხება დებატების შემოთავაზებას ნებისმიერი სუბიექტისგან, შეგვიძლია ნებისმიერი თემა ავიღოთ და ნებისმიერ საკითხზე გავმართოთ დისკუსიები. მთავარია, ელემენტარული პრინციპები იყოს დაცული. მათ შორის, ერთ-ერთი პრინციპია კონსტიტუციური წესრიგის აღიარება. ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით შეიძლება შედგეს ჯანსაღი დისკუსია. აქ საუბარი იმაზე ხომ არ არის, რომ გინდა თუ არა, უნდა გადავხედოთ ჩვენს კონსტიტუციურ ამოცანას.

აქ საუბარია იმაზე, რომ ყველაფერს აქვს თავისი პლიუს-მინუსები და ამაზე შეიძლება შედგეს ჩვეულებრივი ჯანსაღი მსჯელობა, რა პლიუს-მინუსები აქვს მაგალითად ევროინტეგრაციას. ჩვეულებრივი საკითხია, ყველა თემასთან დაკავშრებით შეიძლება შედგეს ჯანსაღი დისკუსია, მთავარია, ეს დისკუსია ეფუძნებოდეს არგუმენტებს, იყოს ღია, გახსნილი და საზოგადოებას მიეწოდოს მეტი ინფორმაცია ყველა თემასთან დაკავშირებით", - თქვა მან, 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics