|
2026-01-22 08:51:16, 779 ნახვა
მსოფლიო
პუტინმა გამოაცხადა მზადყოფნა, უკრაინას გადასცეს 6 მილიარდი დოლარი აშშ-ში გაყინული რუსეთის რეზერვებიდან
ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა გამოიყენოს აშშ-ში გაყინული რუსული რეზერვების ნაწილი უკრაინის ტერიტორიების აღსადგენად სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შემდეგ. რუსეთის უშიშროების საბჭოსთან შეხვედრაზე მისი გამოსვლის თანახმად, საუბარია დაახლოებით 6 მილიარდ დოლარზე. პუტინის თქმით, რუსეთს უკვე შეუძლია გაყინული აქტივებიდან 1 მილიარდი დოლარი გადასცეს „მშვიდობის საბჭოს“, სანამ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული მის მუშაობაში მონაწილეობის შესახებ. „შეერთებულ შტატებში ჩვენი გაყინული აქტივებიდან დარჩენილი თანხები ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას სამხედრო მოქმედებებით დაზიანებული ტერიტორიების აღსადგენად რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შემდეგ. ჩვენ ასევე განვიხილავთ ამ შესაძლებლობას აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან“, - თქვა მან. „როიტერის“ შეფასებით, პუტინის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეერთებულ შტატებში დაახლოებით 7 მილიარდი დოლარია გაყინული. პუტინის მიერ ნახსენები „მშვიდობის საბჭოს“ იდეა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეკუთვნის. თავდაპირველად, სტრუქტურა ღაზას სექტორის მართვისთვის იყო ჩაფიქრებული, მაგრამ მისი წესდება, Financial Times-ის ცნობით, კონფლიქტურ რეგიონებში მშვიდობის ხელშეწყობის უფრო ფართო მანდატს ითვალისწინებს. გამოცემის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია საბჭოს გაეროს პოტენციურ ალტერნატივად და უკრაინასთან დაკავშირებული შესაძლო სამომავლო შეთანხმების განხორციელების მონიტორინგის ინსტრუმენტად მიიჩნევს. საბჭოში გაწევრიანების მოწვევა რამდენიმე ქვეყნის ლიდერმა, მათ შორის თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფატაჰ ელ-სისიმ მიიღეს. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, მოწვევა ვლადიმერ პუტინსაც გაეგზავნა. ტრამპის ადმინისტრაციამ „მშვიდობის საბჭოს“ მუდმივი წევრობის მსურველი ქვეყნებისგან 1 მილიარდი დოლარის შენატანიც მოითხოვა. ამ შენატანის გარეშე წევრობა სამი წლით შემოიფარგლება.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)